თამთა ჭელიძე გაანაწყენეს

თამთა ჭელიძე გაანაწყენესმომღერალი თამთა ჭელიძე გაანაწყენეს. ამის მიზეზი 26 მაისს საქართველოს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებია. მომღერალი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში, არც ერთ სცენაზე მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა:

“ნუთუ დავიჯერო საქართველოს არც ერთ ქალაქში, არც ერთ სცენაზე ჩემი ადგილი არ იყო?! როგორც ვიცი, ყველგან რაღაც ღონისძიებაა…

2017 წელს ორი სიმღერა ჩავწერე და ერთი კლიპი გადავიღე, ორივე ”ოქროს ტალღაზეა” წარდგენილი. ბოდიში ვერავის გეტენებით, რა ვქნა, არ გინდათ და ნუ გინდათ…

და ფული ისე მეც მჭირდება რამე რო იყოს.”