ხელოვნების სასახლის ისტორიული ფასადი დაამახინჯეს

ხელოვნების სასახლის ისტორიული ფასადი დაამახინჯესსაქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, იგივე ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე მრავალვიზიტორიანი კულტურული დაწესებულებაა საქართველოში.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შენობის ისტორიული ფასადი დაამახინჯეს:

“ჩვენი მუზეუმის გვერიდთ მდებარე კორპუსში ახალი მეზობელი გვყავს, რომელმაც ჩვენი ისტორიული ფასადის მხარეს ეს უსახური აბრა გამოაკრა, უზარმაზარი გაურკვეველი არაბული წარწერით და კიდევ უფრო გაუგებარი ქართული განმარტებით!

ბევრჯერ მითქვამს, მე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები არ მაღიზიანებს, პირიქით მიხარია, თუმცა ეს უგემოვნება, ჩვენი ენის უპატივცემულობა, ქალაქის იერსახის დამახინჯების მუდმივი მცდელობა საშინლად მაბრაზებს!

იმედია, სულ მალე ამ აბრების ვაკხანალიას ბოლოს მოუღებს ჩვენი მერია, მე ამაში დარწმუნებული ვარ! თბილისი არ უნდა იყოს აზიური ქალაქი, ბეირუთის, ნეპალისა და ქაბულის მსგავსად, რომელიც უსახური აბრებითა და წარწერებით იქნება აჭრელებული! თბილისი ევროპული ქალაქია და მას ამ მხრივ შესაბამისი რეგულაცია სჭირდება!

ჩვენთან დღეში ასობით სტუმარი მოდის, მათ შორის უცხოელები. გუშინ იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამიტომ ასეთი აბრები გვარცხვენს.

არა მგონია ვინმემ გაბედოს ლუვრის, ვიქტორია და ალბერტის, ბრიტიშის და ერმიტაჟის გვერდით ასეთი აბრის გამოჭიმვა.”

ხელოვნების სასახლის ისტორიული ფასადი დაამახინჯეს