“ბოჰემური რაფსოდია” – ახალი ფილმი ფრედი მერკურზე

ბოჰემური რაფსოდია - ახალი ფილმი ფრედი მერკურზეანსამბლი “ქვინი” და მისი სოლისტი ფრედი მერკური მსოფლიოს მუსიკალურ ისტორიაში დღესაც ლეგენდად ითვლება. ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა მილიონობით მსმენელისთვის.

“ბოჰემური რაფსოდია” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ჯგუფის ტრიუმფალურ წარმატებებსა და მაყურებლისთვის აქამდე უცნობ ისტორიებზე მოგვითხრობს.

ფრედი მერკურის როლს რემი მალეკი თამაშობს, რომელიც პოპულარული ფილმიდან “მისტერ რობოტი” გახდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში გაიმართება, მანამდე კი ინტერნეტში სპეციალური ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელიც ფილმის საუკეთესო ეპიზოდებს აერთიანებს.