192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცასაქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრსა და ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო და საინტერესო ხდება.

მუზეუმში ელექტრობაზების გაუმჯობესების მიზნით კინოცენტრმა სასახლეს გადასცა 192 ცალი კინოაფიშა, ასევე ქართველი კინორეჟისორების: ლევან თუთბერიძის, ზაზა ხალვაშის, გიორგი ოვაშვილის, რეზო ესაძის, თაკო შავგულიძის, ოთარ შამათავას, რეზო ესაძის, თინათინ ყაჯრიშვილისა და თორნიკე ბზიავას მიერ გადმოცემული მასალები.

ხელოვნების სასახლეში შეინახება საავტორო ფილმების: სცენარი, სამუშაო გეგმა, რეჟისორის ხედვა, კადრირება და ფოტოები ისეთი ფილმებისა როგორიცაა: “ცხრა მთას იქით”, “ნამე”, “ხიბულა”, “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”, “საქართველოში დაბადებულნი”, “ურსუსი”, “ჭერი”, “პატარძლები”, “ბუდე”.