“ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის ,,მთვრალი“ იყო, როგორც ყოველთვის!)
– ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი…
უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი
– თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
– საქართველოში?!! – ჩაიქირქილა –
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.”