მომღერლები სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი მარინა ბერიძესთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ და ახალი მუსიკალური შოუსთვის “მხოლოდ ქართული” საუკეთესო კონკურსანტებს არჩევენ.
შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად სამეგრელოში იმყოფება. ზუგდიდში არაერთი კონკურსანტის მოსმენის შემდეგ, სოფოს და გიორგის მეგრული სიმღერის შესრულების სურვილი გაუჩნდათ და სიმღერა “ვა გიორქო მა” ექსპრომტად იმღერეს.