მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ოპერის საერთაშორისო დაჯილდოებაზეა წარდგენილი.
“ოპერის ვარსკვლავი” – ასე ეწოდება დაჯილდოებას, სადაც მსოფლიოში ცნობილი მეცო სოპრანოები, სოპრანოები, ბარიტონები, ტენორები, ბანები, დირიჟორები, სცენოგრაფები, კოსტიუმების მხატვრები არიან წარდგენილები.
მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვანთან ერთად ნომინანტთა შორისაა ქართველი ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი. ანიტა ერთადერთი ქართველია, რომელიც საუკეთესო კანდიდატებში მოხვდა.