რუსთაველის თეატრში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შეუძლოდ გახდა.
ხელოვანს ექიმების დახმარება დასჭირდა. თეატრში მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა პიანისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
კონცერტში ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობდნენ.