ყოველდღიური საკითხავი

22 იანვარი, 2018

სულა სულაშვილიყველა ადამიანს ღმერთის ძიების თავისი ვერსია აქვს – ზოგისთვის ღმერთი მათხოვარია, ზოგისთვის – კეთილი ნათესავი, ზოგისთვის – უცნობი ადამიანი, რომელიც გაჭირვების დროს დაეხმარა, ზოგისთვის კი, არც მეტი, არც ნაკლები – ბოზი.

სულა სულაშვილის ნაწარმოებში “მზე, რომელიც ღამე ამოდის”, არის ადგილი, რომელიც მუდამ აქტუალური იქნება.

ყოველდღიური საკითხავი – ასე ვუწოდეთ ჩვენ ამ პატარა ამონარიდს, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“- ოტია, საიდან მოდიხარ?
– მონასტრიდან…
– და სად მიდიხარ?
– ღმერთის საძებნელად…
– იქ არ დაგხვდა?
– არა. გააძევეს!
– ვინ გააძევეს კაცო, ღმერთი?
– ხო, ღმერთი…
– როგორ?
– კარიბჭესთან დახვდნენ და არ შეუშვეს… სულ გახრწნილი, გათახსირებული და ბინძური უძახეს…
– ვიის, ღმეერთს?
– ასმათის…
– ოთანაანთ ბოზსა?
– ხო, ოთანაანთ ბოზსა…
– ღმერთი რაღა შუაშია ოტია?
– ასმათის ახლდა თან… მან მოიყვანა მონასტერში.”

გააზიარეთ

 
...