ცნობილი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი National Geographic-ის ტელესერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონში მონაწილეობს. მეორე სეზონი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაბლო პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლებია აინტერესებს:
“პიკასოს ცხოვრებითა და შემოქმედებით წლების წინ დავინტერესდი. ორივე ესპანეთიდან – მალაგადან ვართ. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მისი როლის შესრულება.”
ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფილმის თრეილერი, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ფილმის ნახვა მაყურებელს 24 აპრილიდან შეეძლება.