19 იანვარი, 2018

მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

მომღერალ საბა სამუშიას, რომელიც დათო კენჭიაშვილის ჯგუფის წევრია, ბრალი დაუმძიმდა.

მან გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანი დაჭრა. ერთი მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაციაც ჩაუტარდა. ორი მათგანი კი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა. შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა, თუმცა დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.