იას უთხარით ტურფასა – ვაჟა ფშაველა

11 იანვარი, 2018

ვაჟა ფშაველა”იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე –
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.”

გააზიარეთ

 
...