12 იანვარი, 2018

ალენ დელონის უკანასკნელი სურვილი

ალენ დელონიფრანგული კინოს ვარსკვლავმა ალენ დელონმა ფრანგულ გამოცემასთან  თავისი უკანასკნელ სურვილზე ისაუბრა – მისი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ძაღლების გვერდით დაიკრძალოს:

“არის რაღაცეები, რასაც ვერ ვიტან. ამ სამყაროში ყველაფერი ტყუილზეა აგებული, არ არსებობს პატივისცემა, არსებობს მხოლოდ ფული, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემთვის კი ღირებული სულ სხვა რამეა.

გულახდილად ვამბობ, ასეთ კარიერაზე არ ვოცნებობდი, ეს თავისთავად მოხდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, 14 წლისამ დავამთავრე სკოლა და აღმოვჩნდი იმ სამყაროში, რომელსაც კინო ჰქვია.

რაც შეეხება ჩემს უკანასკნელ სურვილს და საბოლოო განსასვენებელს, ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ძაღლებისადმი. მათ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. დაახლოებით 50-მდე ძაღლი მყავდა, სწორედ მათ გვერდით მინდა დავიკრძალო და ზუსტად ვიცი, რომ როცა დრო მოვა, ამ სამყაროს ყველანაირი სინანულის გარეშე დავტოვებ.”