პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ქართული ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი” საფრანგეთის 185 კინოთეატრის გაქირავებაშია.
ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი 80 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული.
ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომელმაც არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალში მონაწილეობა და მთავარი პრიზების მოგება უკვე მოასწრო.