18 სექტემბერი, 2017

ქართველი მომღერალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი გოდერძი ჯანელიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

გოდერძიმ პირველი პრემია დაიმსახურა რიგით მე-11 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ელენე ობრაზცოვას სახელობისაა და იგი ოპერის ახალგაზრდა მომღერლებისთვის იმართება.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებიდან საუკეთესო ქართველი ბანი გახდა. მეორე პრემია მონღოლმა და რუსმა კონკურსანტებმა გაიყვეს, მესამე პრემიის მფლობელი კი ორი კონკურსანტი გახდა რუსეთიდან.

ელენე ობრაზცოვას სახელობის კონკურსზე მაყურებლის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერიც გამოავლინეს. ორივე ნომინაციაში გამარჯვება რუსეთის წარმომადგენლებს ხვდათ წილად.