3 სექტემბერი, 2017

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ნატანაელ გუინი დაუკრავს

ცნობილი პიანისტი ნატანაელ გუინი 4 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს.

კონცერტი ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში 19 საათზე დაიწყება.

საკონცერტო პროგრამაშია ბერლიოზის უნგრული მარში, სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი N2 თხ. 22, სმეტანას “ვლტავა” და ზუპეს უვერტიურა “გლეხი და პოეტი”.

კონცერტში ნატანაელ გუინისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი დავით მუქერია.