მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” ხორვატიაში ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი – გრანპრი მოიგო.
ქართველი რეჟისორის ნამუშევარს პრიზი გადაეცა როგორც საუკეთესო ევროპულ კოპროდუქციას.
ინფორმაციას ფილმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:
“ძალიან სასიხარულო ინფორმაცია – “დედე”-მ აიღო მთავარი პრიზი, გრანპრი, როგორც საუკეთესო ევროპული კოპროდუქცია ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალზე ხორვატიაში.
ჟიურის წევრები იყვნენ გავლენიანი კინემატოგრაფისტები.
დიდი მადლობა ყველას!”