13 აგვისტო, 2017

ქართულმა ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ახალგაზრდა რეჟისორის ანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” ლოკარნოს რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფესტივალზე შედგა და მასში მთავარ როლებს ნატა მურვანიძე და დიმიტრი ტატიშვილი ასრულებენ.

ინფორმაცია გამარჯვების შესახებ რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა:

“მაგარი ამბავი! ანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” გაიმარჯვა ლოკარნოს კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო დებიუტი. გილოცავთ ყველას!”