მილანის მოდის კვირეული სექტემბერში გაიმართება. იტალიური ვოგის ინფორმაციით, 21-დან 23 სექტემბრამდე 8 დიზაინერს ექნება საშუალება ვოგისა და სვაროვსკის ერთობლივ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილ დიზაინერებს შორის 2 ქართველი მოხვდა – გიორგი ქებურია და დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH.
გიორგი ქებურია ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი კაბა ლედი გაგამ მოირგო, ხოლო დები მაჭარაშვილების კოსტიუმი კი თავის ერთ-ერთ კონცერტზე კეტი პერის ეცვა.