7 მაისი, 2017

საქართველო “სანრემო ჯუნიორის” გრანპრის მფლობელია

იტალიაში გამართული სიმღერის საერთაშორისო კონკურსის “სანრემო ჯუნიორი 2017” გამარჯვებული და გრნაპრის მფლობელი საქართველო გახდა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია პროდიუსერმა და “ბზიკები სტუდიოს” დამაარსებელმა გიგა კუხიანიძემ გაავრცელა:

“სასიხარულო ინფორმაცია. სანრემო ჯუნიორი მოიგო საქართველომ. გრანპრის მფლობელი გახდა ლიზი წერეთელი. ვულოცავ და გამარჯვებული ვბრუნდებით.”