27 აპრილი, 2017

მიხედეთ ჩარგალს!

რომ ჰკითხოთ, საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭული ყველა ქართველს უყვარს და ამ სიყვარულს განსხვავებული სასმისებით და ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოებით გამოხატავენ.

ჩარგალი და იქ მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმიც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული ადგილია. ეს მხოლოდ სიტყვით, თორემ ქმედებით, თითოეული ჩვენგანი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რადგან არ ზრუნავს იმ გარემოზე, რომელიც ულამაზესია.

მარიამ ავაკოვა დაბინძურებული ჩარგლის ფოტოებს ავრცელებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ქმედითი ღონისძიებები გაატარონ:

“ვინმემ ხომ უნდა გადადგას ნაბიჯი და თქვას პრობლემის შესახებ. რამდენადაც არ უნდა მსიამოვნებდეს მსგავსი პეიზაჟების გაზიარება და საქართველოს სასირცხვილო მდგომარეობის გაზიარება, სამწუხაროდ, უნდა გავაზიარო ის, რაც ვიხილეთ საველე გასვლის დროს ჩარგალში.

არასასურველ გარემოში მოგვიწია პრაქტიკული საველე სამუშაოები, რამდენადაც არ გვქონდა სურვილი რომ გაგვესუფთავებინა, ჩვენ ამას ვერ გავართმევდით თავს მარტივი მიზეზით – არც მაგის დრო და არც მაგის საკმარისი საშუალებები გვქონდა, ვინაიდან ძალიან არაჰიგიენური და ჯამრთელობისთვის საშიში დაბინძურებული გარემოა, ხელთათმანების და დამცავი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია დასუფთავება, ვინაიდან იქ სამუშაოების დროს გველი დაგვხვდა…

მინდა მოვუწოდო გარემოს დაცვის სამინისტროს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტს, რომ მიიღონ სპეციალური ზომები და დამცავი შესაძლებლობები, რათა უსაფრთხოდ მოხდეს ამ ტერიტორიის მთლიანად დასუფთავება…

არ არის სასიამოვნო ამ დაბინძურებულ გარემოში ხინკლის მირთმევა, რომელსაც როგორც ტურისტები, ასევე საქართველოს მოქალაქეებიც სტუმრობენ…”