10 აპრილი, 2017

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, ქართული თეატრის ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი.

ეს სამწუხარო ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა.

გივი ბერიკაშვილი რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.