როკ ენ როლის ლეგენდა და ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკელმა მომღერალმა, გიტარისტმა და კომპოზიტორმა პირველი სიმღერა ქანთრის და რიტმ-ენ-ბლუზის გავლენით დაწერა. მისი სიმღერების უმეტესობა მოკლე ცხოვრებისეული ისტორიებია. ჩაკ ბერიმ მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და მას სრულიად დამსახურებულად ეწოდა როკ ენ როლის მამა.
მუსიკოსმა განსაკუთრებული პოპულარობა გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვა. მისი სიმღერის ქავერებს ასრულებდნენ ლეგენდარული ჯგუფები – ბითლზი და როლინგ სტოუნზი.
ჩაკ ბერის ერთ-ერთი სიმღერა „You never can tell” რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თავის ფილმში „მაკულატურა“ გამოიყენა.