22 თებერვალი, 2017

თავდასხმა გურამ ჯაშზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურამ ჯაში კრიმინალების მსხვერპლი გახდა.

მსახიობს გვიან ღამით თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს. გურამ ჯაშს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

ინფორმაცია მსახიობის შესახებ მისმა კოლეგამ გია როინიშვილმა გაავრცელა:

“გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს…. ტრეპანაცია დასჭირდა.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს!!!… ყვავის კრიმინალი!!!!”