მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა წარდგენილი, რომელიც საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება.
International Opera Awards 2017 – ასე ეწოდება დაჯილდოების ცერემონიალს და დაწესებულ 17 ნომინაციაში საუკეთესოებს 7 მაისს ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენს.
ანიტა რაჭველიშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მოხვდა. მეცო-სოპრანო წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო საოპერო მომღერალი ქალი. გამარჯვებისთვის ანიტასთან ერთად მსოფლიოში აღიარებული 6 საოპერო მომღერალი იბრძოლებს.