2 დეკემბერი, 2016

რეზო ესაძემ მაყურებელს დაუჩოქა

rezo-esadze82 წლის ქართველმა რეჟისორმა რეზო ესაძემ მაყურებელს დაუჩოქა.

კინოთეატრ “ამირანში” რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.

მისმა დამფუძნებლებმა კიდევ ერთი საპატიო ჯილდო დააწესეს – ოქროს პრომეთე ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სწორედ ეს ჯილდო მიიღო რეზო ესაძემ, რომელმაც სცენაზე ასვლის და ჯილდოს მიღების შემდეგ, მაყურებელს მადლობის ნიშნად სცენაზე დაუჩოქა.

რეჟისორმა კინოფესტივალის ფარგლებში ახალი ფილმი “დღე, როგორც ერთი თვე” წარმოადგინა.