ქართული ფილმი ერთროულად 2 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

6 დეკემბერი, 2016

1dedaრეჟისორ რატი წითელაძის ფილმი “დედა” ერთროულად 2 საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, ესპანეთის Mostra de Curtmetratges per la Identitat და უნგრეთის 2Oth Faludi Filmszemle საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია.

“დედა” ასევე ნომინირებულია იტალიის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე 23rd Corto Imola Festival.

“დედა” უკვე მსოფლიო მაშტაბით100-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. ფილმს მოპოვებული აქვს პრიზები ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

საქართველოში, 40.000-ზე მეტი მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება… სწორედ მათზეა ფილმი, რომელშიც მთავარ როლს სცენარის ავტორი ნინო ვარსიმაშვილი ასრულებს.

 

გააზიარეთ

 
...