8 ოქტომბერი, 2016

ქართველი რეჟისორის წარმატება აზიის საერთაშორისო ფესტივალზე

rati-witაზიის საერთაშორისო ფესტივალი ქართველი რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

რატი წითელაძემ, რომელიც წარსულში მოკრივე იყო და მოგვიანებით კინემატოგრაფში გადაინაცვლა, თავისი ახალი ფილმის პროექტით აზიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო.

ფილმის პროექტი 2013 წლის 17 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. “17 მაისი” – ასე ეწოდება მხატვრული ფილმის პროექტს და ის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეეხება.

ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა, სცენარის ავტორი კი ნინო ვარსიმაშვილი.