2 მაისი, 2016

გენიალური “ჩამოთრეულები”

geniosebi1თბილისელები თუ სოფლელები? ამ უკანასკნელებს ხშირად ჩამოთრეულებსაც უწოდებენ, რომლებმაც ზოგ-ზოგიერთების აზრით, თბილისური ყოფა თურმე გაუსაძლისი გახადეს.

“არტინფო” გთავაზობთ იმ გენიალური “ჩამოთრეულების” სიას, რომლებმაც ქართულ კულტურაში წარუშლელი კვალი დატოვეს და უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს:

იაკობ გოგებაშვილი – სოფელი ვარიანი, გორი;
სულხან-საბა ორბელიანი – ტანძია, ბოლნისი;
გალაკტიონ ტაბიძე – ჭყვიში, ქუთაისის მაზრა;
ვერიკო ანჯაფარიძე – ქუთაისი;
ვაჟა-ფშაველა – ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი;
ილია ჭავჭავაძე – ყვარელი;
დოდო ჭიჭინაძე – შილდა, ყვარელი;
მედეა ჩახავა – სერგიეთი, მარტვილი;
ოთარ ჭილაძე – სიღნაღი;
ჯანსუღ კახიძე – ობჩა, ბაღდათის რაიონი;
ლადო ასათიანი – ქუთაისი;
კოლაუ ნადირაძე – ქუთაისი;
ელენე ახვლედიანი – თელავი;
ზურაბ ანჯაფარიძე – ქუთაისი;
ტიციან ტაბიძე – ჭყვიში, ვანის მუნიციპალიტეტი;
ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია;
პაოლო იაშვილი – გამოღმა არგვეთი, საჩხერე;
გრიგოლ რობაქიძე – სვირი , ქუთაისის მაზრა;
დავით კაკაბაძე – სოფელი დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი;
სესილია თაყაიშვილი – ბათუმი;
ჰამლეტ გონაშვილი – ანაგა;
ანა კალანდაძე – სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;
აკაკი წერეთელი – სოფელი სხვიტორი, საჩხერის მუნიციპალიტეტი;
რეზო ჩხეიძე – ქუთაისი;
სანდრო ჟორჟოლიანი – ოზურგეთი;
კონსტანტინე გამსახურდია – სოფელი ძველი აბაშა;
იპოლიტე ხვიჩია – სოფელი კონტუათი, ხონის მუნიციპალიტეტი;
აკაკი ხორავა – სოფელი ოჩხომური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;
სანდრო ახმეტელი – სოფელი ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი;
კოტე მარჯანიშვილი – ყვარელი;
რევაზ ლაღიძე – ობჩა, ქუთაისის მაზრა;
ბიძინა კვერნაძე – სიღნაღი;
ალექსანდრე ყაზბეგი – სტეფანწმინდა;
გოდერძი ჩოხელი – დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხი;
სულხან ცინცაძე – გორი;
ილიკო სუხიშვილი – სოფელ მეჯვრისხევი, გორი;
მიხეილ ჯავახიშვილი – სოფელი წერაქვი, მარნეულის რაიონი;
მელიტონ ბალანჩივაძე – სოფელი ბანოჯა;
ვანო სარაჯიშვილი – სიღნაღი;
ზაქარია ფალიაშვილი – ქუთაისი;
ეკატერინე გაბაშვილი – გორი;
კარლო საკანდელიძე – სოფელი ზედა ბზვანი, ვანის მუნიციპალიტეტი;
დავით კლდიაშვილი – სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
მუხრან მაჭავარიანი – სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი;
ჯემალ ქარჩხაძე – უხუთი, ვანის რაიონი;
ოტია იოსელიანი – სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
ექვთიმე თაყაიშვილი – ლიხაური;
ნიკო ფიროსმანი – სოფელი მირზაანი;
რევაზ ინანიშვილი – სოფელი ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
გიორგი ლეონიძე – სოფელი პატარძეული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
თენგიზ აბულაძე – ქუთაისი.

პ.ს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ “ჩამოთრეულების”, ვინც ჩვენს ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა.