21 მარტი, 2016

სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ბრუნდება

bond1გოგონებში განსაკუთრებით პოპულარული მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა. ის თბილისში ქველმოქმედების მიზნით ჩამოვიდა და 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის გადასარჩენად სრულიად უფასოდ მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, სადაც ზურიკელას როლი შეასრულა.

სუსტი სქესის წარმომადგენლების გულთამპყრობელი თბილისს უბრუნდება, თუმცა ამჯერად სულ სხვა მისიით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბონდარენკო “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონშია მოწვეული. როგორც თბილისში ჩამოსულმა გოჩა ჩერტკოევმა განაცხადა, მეგა შოუს მორიგი სეზონი აპრილში დაიწყება და ის საერთაშორისო იქნება.