17 მარტი, 2016

რიჩარდ გირი: “ნურასოდეს უღალატებთ საკუთარ თავს!”

richard-gere1ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი 67 წლისაა. ის აქტიურ კინოკარიერას ჩამოშორდა. ახლა თავისი უახლოესი ადამიანების გარემოცვით და ცხოვრებისგან მხოლოდ დადებით იმპულსებს იღებს, რადგან მისთვის მთავარია ადამიანებმა სიცოცხლით ტკბობა და მისგან სიამოვნების მიღება ისწავლონ.

ამის დასტურად კი რიჩარდ გირი ემოციურ და გულწრფელ წერილს ავრცელებს:

“ჩემი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. იკვებებოდა სწორად, არ სვამდა, არ ეწეოდა, იყო სპორტული და არ ჩერდებოდა დიდხანს მზეზე. მუდმივად გადიოდა კონსულტაციას ექიმებთან და დეტალურად ზედმიწევნით ითვალისწინებლად დიეტოლოგებისა და ფიზიოთერაპევტების რჩევებს. გულწრფელები თუ ვიქნებით, ის ცოტა შეშლილიც კი იყო საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჩემი მეგობრის დედა ახლა 76 წლისაა და კანის და ძვლის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. მას ოსტეოპოროზის მძიმე ფორმაც აქვს.

სამაგიეროდ, ჩემი მეგობრის მამა საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა, არასდროს იყო სპორტული და გემრიელად მიირთმევდა ყველაფერს, რაც უყვარდა, ხშირად კარაქს პირდაპირ ბეკონზე უსვამდა. არც ალკოყოლზე ამბობდა უარს და არც მთელი დღე მზეზე ნებივრობაზე. მთელი ცხოვრება უარს ამბობდა ექიმების დანიშნულების შესრულებაზე და ისე ცხოვრობდა, როგორც თვითონ მოსწონდა. ჩემი მეგობრის მამა ახლა 81 წლისაა და როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრ ახალგაზრდაზე უკეთესია.

-როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერსად გაექცევით შინაგან შხამს. ადრე თუ გვიან ის მაინც დაგეწევათ… რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს და საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი, – ზუსტად ასე განაცხადა ჩემი მეგობრის დედამ.

ეს სიცოცხლეა და ვერცერთი ჩენგანი ვერ იცოცხლებს მუდმივად. არ ღირს შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც მეორეხარისხოვან არსებას. სანამ დრო გაქვთ, უნდა იცხოვროთ სიამოვნებით, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ – მიირთვით გემრიელად, გაირუჯეთ და ნუ იზარმაცებთ. იყავით უცნაური, იყავით კეთილი, ხანდახან იყავით ცოტა სულელიც, რადგან იქ, ამის დრო არარ გექნებათ. რაც მთავარია, მოიქეცით დაუფიქრებლად და ნურასოდეს ნუ უღალატებთ საკუთარ თავს!”