მომღერალი ნინა სუბლატი ფართო საზოგადოებამ მუსიკალური კონკურსით “საქართველოს ვარსკვლავი” გაიცნო. მომღერალმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
ერთ დროს კონკურსანტი მომღერალი დააწინაურეს – ნინა ახლა თავად აღმოჩნდა კონკურსანტების შემფასებელი და მიიღო შეთავაზება მუსიკალური შოუს პროდიუსერებისგან “იქს ფაქტორის” მესამე სეზონის მენტორი გამხდარიყო.
მუსიკალური პროექტის ჩაწერა დაიწყო. წელს კონკურსანტები კვლავ ოთხ კატეგორიაში გადანაწილდებიან – გოგონები, ბიჭები, ჯგუფები და 17 წლამდე კონკურსანტები.
შოუში მონაწილეებს ოთხი მენტორი გადაინაწილებს – სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და ნინა სუბლატი.