25 მარტი, 2016

ნანა ლორთქიფანიძე მაია ასათიანის წინააღმდეგ

nanaმაია ასათიანი და მისი გადაცემა “პროფილი” კიდევ ერთხელ გაახვიეს კრიტიკის ქარცეცხლში. მისი ერთ-ერთი ბოლო გადაცემისთვის შერჩეული თემა საზოგადოების აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ საჯაროდ გამოხატა თავისი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულები გადაცემის თემის მიმართ და მის წამყვანს ქაჯი და უზრდელი უწოდა.

ნანა ლორთქიფანიძე:

“ღმერთო! ამას რას ვისმენ და რას ვუყურებ რუსთავი 2-ზე. ეს უზრდელი მაია ასათიანი ყველას ჭკუას რომ გვასწავლის, თვითონ თუ ისწავლის ელემენტარულ ჟურნალისტურ ეთიკას კარგი იქნება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია ამ ქაჯისთვის რამის სწავლა.

რა დავაშავეთ! ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა. ეს ჩერგოლეიშვილი ნამდვილი გესტაპოელია, მგონია რომ პატარა მაუზერიც ედება ქლაჩში. უზრდელები! წყობიდან არიან გამოსულები ეს საცოდავები! წყალწაღებულების ამბავია, ხავსის ფუჩეჩებს ებღაუჭებიან! სად იყვნენ ეს ჟურნალისტები 10 წელი! სად! გადაცემებს აკეთებდნენ პლასტიკურ ოპერაციებზე და კრეტინულ ჭორებზე, რომ “ცხოვრება მშვენიერია”.

რაღაც არ მახსოვს მაია ასათიანი ციხის პრობლემებზე აღშფოთებული ან დილის 4 საათზე ნოტარიუსებთან მითრეული ადამიანების ბედით შეწუხებული, როცა ბინებს და ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, როცა ქუჩებში “წარმატებული” სპეცოპერაციების დროს ბიჭებს ხოცავდნენ და ა. შ.

ჩერგოლეიშვილი პიდაპირ დასაწვენია თავისი წითელი აჟურული კაბით! თან რა პრადვინუტია! ჩვენ სად დავეწევით თინას და მაგას. ორი უნიჭო და უზრდელი! მე რა იდიოტკა ვარ ამათ რომ ვუყურებ! ლალის ხათრით დამემართა ეს ამბავი თორემ, ამ არხს საერთოდ არ ვრთავთ ოჯახში!

ლალი ბადურაშვილო! ჩემო საყვარელო! ლამაზო! მართალო! რატომ მიხვედი ამ უბედურებაში რატომ! ამ უზრდელებს რატომ ააშლევინე ნერვები!”