12 მარტი, 2016

ევროვიზიის სიმღერის კლიპი მზადაა

ewrovizia-klipiევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Midnight Gold კლიპის მზადაა. ვიდეორგოლი მაყურებელმა უკვე იხილა და შეაფასა.

კოლაბორაციული კლიპი ორი სხვადასხვა სცენარის მიხედვით შეიქმნა – ერთი რეჟისორმა თემო ეზუგბაიამ დაწერა და შემდეგ თავად გადაიღო, მეორე კი ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის, ხოლო მის გადაღებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა თემო კვირკველიამ იმუშავა.

ვიდეორგოლის საბოლოო ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორს ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის.

კლიპს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ერთად, ევროვიზიის მონაწილე ყველა ქვეყნის მაუწყებელი გაუშვებს.