– აპირებთ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას? – ამ კითხვას ჟურნალისტები ყველაზე ხშირად უსვამენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მწერალი საჯარო განცხადებას აკეთებს.
გიორგი კეკელიძე:
“ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, მოტივით ,,ხალხს უყვარხარ” და ასე შემდეგ.
რადგან არჩევნები მოდის, ამ საკითხის მომკითხველები გააქტიურდებიან და აქვე გიპასუხებთ, თემის დასახურად: პოლიტიკა, ტერმინის კონკრეტული გაგებით (ზოგადი გაგებით, ყველაფერი პოლიტიკაა) დღეს ჩემი ვნება არ არის. მე უნდა ვიარო კეპით და კედებით, თავგადასავლები და საქმეები ერთმანეთს შევუთავსო – ახალ ნორმატივებისკენ, შეზღუდვებისკენ, ყალბი ღიმილების დაზეპირებისკენ დიდად არ მიმიწევს გული.
მოკლედ, გარდა პირადი ლიტერატურული ამბებისა, საქმიანი გეგმები, თუ ფატალურმა მოვლენებმა დამაცალეს, ასეთია:
1) უახლოეს წლებში ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა კოპრუსის რეაბილიტაცია, ელექტორნული და ბეჭდური მეგა-საცავების შექმნა – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველ სივრცედ უნდა ვიქცეთ;
2) მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში სოფლის ყველა ბიბლიოთეკის აღდგენა-განახლება. საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა;
3) შემდეგ ოზურგეთში წასვლა საცხოვრებლად ნახევარი წლით მაინც, დასვენება, გააზრება და ახალი გამოწვევების დასახვა.
პ.ს. ცხადად მახსოვს ანდაზა, კაცის ბჭობის და ღმერთის სიცილის შესახებ.”