21 ნოემბერი, 2015

კულტურის მინისტრს ლექცია ჩაუშალეს

1mixeil-giorgadzeსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ლექცია ჩაუშალეს. მინისტრი სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია გამართა. სტუდენტებმა ყველა ის კითხვა დასვეს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია.

ლექციაზე მივიდნენ „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც საპროტესტო პლაკატები მიიტანეს. ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, საბოლოოდ კი ლექცია აღარ გაგრძელებულა, რადგან სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ლექციას, რომელიც კულტურის სფეროს განვითარებასა და ხედვებზე უნდა ყოფილიყო, შეხვედრის მსვლელობისას თემა შეეცვალა და მთელი დრო საყდრისზე საუბარს დაეთმო.