რეზო კიკნაძე: ,,მოგვეხმარეთ!’’

5 ნოემბერი, 2015

1rezo-kiknadzeთბილისის კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საჯარო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომას და დახმარებას სთხოვს.

რეზო კიკნაძე:

“როგორ დადგა დრო (კარგა ხნის წინ!) და როგორ სასწრაფოდ სჭირდება ამ ყმაწვილს მხარში ამოდგომა… ფინანსურს ვამბობ, თორემ ნიჭიც მომადლებია უხვად, მუზების მთელი ჯგროც ამოსდგომია მხარში და აქაური ჯაზმენებიც სულ ხელის გულზე ატარებენ, მაგრამ “იქიდანაც” იმისთანა შემოთავაზებაა პრაქტიკულად უფასო სწავლის (New School Drummer’s Collective, New York), რომ მარტო საცხოვრებელი ფინანსების უშოვნელობამ რომ დატოვოს ეს ბავშვი “ამ კომპოტში”, არ არის ცოდვა?

მეგობრებო, ბიზნესმენებო, ჯაზის მყოვარულნო და მომავალზე მოფიქრალნო, მოგვეხმარეთ, არ ინანებთ, იამაყებთ ძალიან მალე!..”

 

Improvisation Solo.

Posted by Gio Kapanadze on Thursday, 5 November 2015

რეზო კიკნაძე დრამერ გიორგი კაპანაძეზე საუბრობს, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ნიჭიერით” გაიცნო. მისი გენიალურობა მაშინვე ყველამ აღიარა. 12 წლის ასაკში მან პროექტში დარჩენაც მოახერხა და “ნიჭიერის” ფინალისტობაც. 2 წლის შემდეგ კი მას ეძლევა უნიკალური შანსი განათლება საზღვარგარეთ მიიღოს.

”არტინფო” გაგახსებენთ გიორგის გამოსვლას ”ნიჭიერის” ფინალში:

გააზიარეთ

 
...