14 ოქტომბერი, 2015

voice-ის პატიმარი კონკურსანტის ტრაგიკული ისტორია

1teona-kolbaiaThe Voice Of Georgia-ს ბრმა ქასთინგის მეორე ტური ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

კონკურსის ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობა პატიმარმა კონკურსანტმა მიიღო. 26 წლის თეონა ყოლბაიამ აფხაზეთიდან თავისუფლების 2 წუთში “ავე მარიას” შესრულებით ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ანრი ჯოხაძის გუნდის წევრიც გახდა.

თავის მხრივ, ანრი დაპირდა თეონას, რომ მასთან საპყრობილეში ივლის და რეპეტიციებს ერთად გაივლიან.

თეონა ყოლბაია ყაჩაღობისთვის სასჯელს 21 წლიდან იხდის. როგორც თავად ამბობს, დაყაჩაღებაზე საყვარელ ადამიანს გაყვა, რადგანაც ძალიან უყვარდა. ამ საქციელის გამო, წყვილს თავის დროზე ბონი და კლაიდიც უწოდეს.

აფხაზეთიდან დევნილი გოგონას ისტორია საოცრად ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს იმედისმომცემია.