3 ივლისი, 2015

მაია დარსმელიძე: ,,გავაბაზრო რომ ვკვდები?’’

1maia-darsmelidzeმომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს და თავის სურვილებს საჯაროდ ამხელს:

“აუცილებლად უნდა მოვკვდე რომ დავინახო თქვენი “აუ, მაიაააა!” პოსტები, რომელსაც, დავფიქრდი, და ვერც ვნახავ სავარაუდოდ.

ჯანმრთელი და ხოდზე რომ ვარ ძა-ან ტეხავს?

იმიტომ რომ ვერ შექმნით დახმარების ანგარიშს და ვერ გადაიღებთ ჩემს ფერწასულ სიფათთან ამაყ, პოპულისტურად ცრემლნარევ სელფებს?

თავი დავიზიანო? თუ გავაბაზრო რომ ვკვდები?

ხომ არ ვმათხოვრობ, სამსახური მინდა და დიასახლიობისთვის მიმეტებთ? ვერ მოგართმევთ! გავხდები მუსიკალური ტერორისტი, ანუ გავხსნი სტუდიას და მოსულ ტიპებს ისე კი არ ვასწავლი, როგორც მჩვევია, არამედ მათი “კომპეტენტური” შემფასებლების კლონებს დაგიდებთ და მერე მოვკვდები მშვიდად.

მაინც ვერ ამჩნევთ სხვაობას და ძველი, გამოყოლილი ინერციით მიყვებით ვიღაცეების ამ მომენტისთვის სრულიად ალოგიკურ ქება-დიდებას.

ოღონდ მშვიდად რომ მოვკვდები, პატივი დამდეთ და “მეგობრებს” რამე გრანდიოზული და ჩემი სულის პატივისცემის ჰიმნი არ ჩააწერინოთ, ოკ?”