7 ივლისი, 2015

ლევან ჯავახიშვილი მამა გახდა

1levan-javaxishviliტელეწამყვანი და “ორი ვარსკვლავის” მონაწილე ლევან ჯავახიშვილი მამა გახდა.

ინფორმაციას ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

– ვულოცავ ლევანს და მარიკუნას პატარა გოგოს დაბადებას! – წერს ტელეწამყვანი.

ლევან ჯავახიშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა მარიკუნა ოშხნელმა 7 ივლისს პატარა გოგონა გააჩინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

ლევანმა მამობის ბედნიერება უკვე მეოთხედ განიცადა. ჟურნალისტს სამი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მარიკუნა ოშხნელი და ლევან ჯავახიშვილი გასული წლის ივნისში დაქორწინდნენ.