30 ივლისი, 2015

დიანა ღურწკაია ახალ ალბომს თბილისში წერს

1dianaa-gurckaiaრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია თავის ახალ ალბომზე თბილისში მუშაობს. ის საქართველოს ეტაპობრივად სტუმრობს და სტუდიაში ახალ სიმღერებს წერს.

დიანას მორიგ ალბომზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასზე მომღერალი დათო კენჭიაშვილი მუშაობს. სწორედ მის სტუდიაში იწერება ახალი კომპოზიციები.

მომღერლის გადაწყვეტილებით, ეს იქნება ქართული ფოლკლორის ალბომი, რომელშიც მისი და დათო კენჭიაშვილის დუეტებიც შევა. მისი ყველა ახალი სიმღერის ავტორი სწორედ დათო კენჭიაშვილია.

დიანა ღურწკაია ამ ალბომის პრეზენტაციას საქართველოში გამართავს, თუმცა კონკრეტული თარიღი პრეზენტაციისთვის ჯერ დადგენილი არ არის.