16 ივნისი, 2015

შერლოკი მამა გახდა

1sherlockბენედიქტ კამბერბეტჩი, იგივე შერლოკი მამა გახდა. ბოლო დღეები მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და ემოციური გამოდგა.

ორიოდე დღის წინ მსახიობი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ კომანდორის წოდებით და ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. შერლოკმა ეს ჯილდოები აქტიური სამსახიობო მოღვაწეობისა და ქველმოქმედებისთვის მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ შერლოკი ბევრს მუშაობს თეატრსა და კინოში, ყოველთვის პოულობს დროს ქველმოქმედებისთვის და აქტიურად არის ჩართული სიკეთის კეთებაში.

ბენედიქტმა ამ სიხარულის გააზრება ვერც კი მოაწრო, რომ მეუღლემ სოფი ჰანტერმა პირველი შვილი აჩუქა. მსახიობი ბიჭის მამა გახდა. ინფორმაცია ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. იმის გამო, რომ წყვილი საკმაოდ გასაიდუმლოებლად ცხოვრობს და აფიშირებას არ უკეთებს პირად ცხოვრებას, სხვა დეტალები ახალშობილთან დაკავშირებით უცნობია.