23 ივნისი, 2015

ფოთის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს

1fotiფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს.

– ერთად დავეხმაროთ დაზარალებულებს! – ასეთია თეატრის სლოგანი, რომელიც 25 ივნისს ყველას დავით მღებრიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “ჰამლეტი” სანახავად ეპატიჟება. წარმოდგენაში აგმოყენებულია რობერტ სტურუას, ივანე მაჩაბელის და ლილი ფოფხაძის თარგმანები.

ფოთის თეატრის სპექტაკლიდან “ჰამლეტი” შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება თბილისში წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ფონდში.