14 ივნისი, 2015

ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა დაიტბორა

1orkestriევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის გამოყოფილი შენობა დაიტბორა. ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა კარგა ხანია მაყურებლისთვის დაკეტილია, რადგან მისი ავარიული მდგომარეობის გამო იქ კონცერტების ჩატარება სახიფათოა.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, შენობაში რეპეტიციები მაინც ტარდება. 19 ივნისს ნატო მეტონიძის კონცერტია და მისთვის მზადება ამ შენობაში მიმდინარეობს.

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი შენობა კიდევ უფრო დააზიანა. სახურავიდან მთელ შენობაში წყალი ჩავიდა და ყველაფერი დატბორა:

– ასე წვიმს ჩვენთან! ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის! – ასეთი მიმართვა გაავრცელეს ორკესტრის წევრებმა სოციალურ ქსელში.

– ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 19 ივნისის კონცერტს აი ამ პირობებში ამზადებენ!!! სავარაუდოდ ხვალ ვეღარ შევალთ!!! გრცხვენოდეს ჩემო საყვარელო საქართველო!!! – წერს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნახუცრიშვილი.

სოციალურ ქსელში ვიდეოებიც ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, როგორ წვიმს ბედის ანაბარა მიტოვებულ შენობაში.