31 მარტი, 2015

გია ეძგვერაძემ სასამართლო პროცესი მოიგო

2giaცნობილმა ქართველმა ხელოვანმა გია ეძგვერაძემ, რომელიც უკვე წლებია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობს, სასამართლო პროცესი მოიგო.

“დღეს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ჩემს საქმეზე – თბილისის სამხატვრო აკადემიაში სასირცხვილოდ ჩატარებულ პროფესორების არჩევნებთან დაკავშირებით! ამ არჩევნებზე – მთელი ცხოვრების განმავლობაში “სამ-გამოფენა გამართული” მხატვრები მიიღეს პროფესორებად (თანაც ოთხი კაცი სამ ადგილზე) და მხოლოდ ჩემი (ამხელა სამხატვრო და საპედაგოგო გამოცდილების მქონე) კანდიდატურა დაიწუნეს! ეს არჩევნები იყო აკადემიის მესვეურთა ხუთკაციან რეტროგრად/კარიერისტთა ბანდის დადგმული უსინდისო კორუფციული სპექტაკლი, სადაც კომისიად ამ ბანდამ მონური ცნობიერების უცოდინარი ხალხი (თანამედროვე ხელოვნების დარგში ვგულისხმობ – სხვა არ მაინტერესებს) შეკრიბა და სიყალბე ჩაადენინა!
სასამართლომ დღეს ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და კომისიის მიერ შედგენილი ოქმი ბათილად სცნო!
ეს ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი წარმატებაა, რომელიც არ აჰყვა ისტებლიშმენტის ნება/გავლენას!
მე შემდეგ ნაბიჯებს გადავდგავ ნამდვილად, რომ სამართლიანობამ ბოლომდე გაიმრჯვოს და “ჩამწყობი” და “გამკეთებელი” ტიპები საასკარაოზე გამოძვრნენ (მე პირდად დაინტერესება არანაირი არა მაქვს – რექტორობში არანაირად აღარ ვარ დაინტერესებული – მე რასაც ვამბობ ყოველთვის მართლა ასეა!).
ეს გამარჯვება ქართულ კულტურულ ცნობიერებას სჭირდება და ზოგადად – ქართული საჯარო სინდისის აღორძინებას (200 წელი აკვანში ყოფნით მორყეულობის შემდეგ). ერმა თავი სწორედ სინდისის გამყარებით უნდა გაიმაგროს/დაიმკვიდროს!!!”

გია ეძგვერაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სამხატვრო აკადემიის რექტორად კენჭისყრის უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ის აკადემიის პროფესორი არ არის.