’’კინო სკოლაში’’ – მეორე ეტაპი დასრულდა

1 თებერვალი, 2015

kino3ეროვნულმა კინოცენტრმა დაასრულა პროექტის “კინო სკოლაში” მეორე ეტაპი. სპეციალურად ამისთვის კინოთეატრ „ამირანში“ თენგიზ აბულაძის კინოკლასიკად ქცეული ფილმი “ნატვრის ხე” აჩვენეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეეებს საშუალება აქვთ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ნახონ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები.

პროექტის მიზანია, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარება.

„ნატვრის ხის“ ჩვენება კინოთეატრ “ამირანში” თენგიზ აბულაძის 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო.

გააზიარეთ

 
...