15 თებერვალი, 2015

ქართველი მომღერლები ლა სკალას პრემიერაში

anita11115 თებერვალს მილანში, ლა სკალას თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის “აიდა”, რომელშიც ორი ქართველი საოპერო მომღერალი მიიწვიეს.

საპრემიერო წარმოდგენას ლეგენდარული მაესტრო ზუბინ მეტა უდირიჟორებს. ორივე წამყვან პარტიას ქართველი მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე იმღერებენ. ანიტა ამნერისის არიას შეასრულებს, გიორგი კი ამონასროსი. ორივე მომღერალისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა ლა სკალას სცენაზე დგომა და ”აიდაში” მონაწილეობა, ამიტომაც ანიტაც და გიორგიც პრემიერისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად “აიდაში” მსოფლიოში ცნობილი უცხოელი მომღერლებიც მონაწილეობენ.