20 დეკემბერი, 2014

ეკა კვალიაშვილი: “ყოჩაღ, ჩემს გაძლებას!”

eka1მომღერალი ეკა კვალიაშვილი ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას აცხადებს, რომ როგორც ყოველთვის, ვერ მოხვდა თბილისის საახალწლო კონცერტში და 31 დეკემბერს მცხეთაში დაგეგმილ საახალწლო კონცერტში იღებს მონაწილეობას:

“ამას ჩემთვის არაფერი შეუცვლია, მცხეთაც საქართველოა და ნებისმიერი რეგიონიც საქართველოა, მაგრამ უკვე წლები გავიდა, 10 წელიწადზე მეტი გავიდა, რომ მე ვერ ვხვდები რატოღმაც თბილისში საახალწლო კონცერტებში, ვერ ვხვდები 26 მაისის კონცერტებში, თბილისობის კონცერტებში, ცენტრალურ კონცერტებში. წინა ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. მაგათ პერიოდში კონცერტები კი არა, საერთოდ აქ რომ ვცხოვრობდი, მიკვირს, ყოჩაღ ჩემს გაძლებას! ახლაც იგივე მომენტია… ცენტრალურ კონცერტებზე მაქვს საუბარი. ჩემთან არაიანი შემოთავაზება პირადად არ ყოფილა. მცხეთაზე კულტურის სამინისტროდან დამირეკეს. არასოდეს არ მოიძებნა ბიუჯეტი, არასოდეს არ მოინახა არანაირი ადგილი, ადგილი სიაში, იყო ყოველთვის მარკერით გადახაზული კვალიაშვილი.”