20 დეკემბერი, 2014

დათო ოქიტაშვილი: “აი, ვინ ადგენდა შავ სიებს!”

datoo2საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს ასახელებს, ვინც 9 წლის განმავლობაში ქართულ შოუბიზნესში შავ სიებს ადგენდა:

“არასოდეს ჩვენს დროს არ ყოფილა ასეთი გარჩევები. ძალიან კარგია, როცა კომუნიკაცია ხდება ტელეფონით, მაგრამ ეს ადამიანები უნდა შეკრიბო, დასვა ერთად და ელაპარაკო. წელიწადში ორჯერ კეთილი ინებე, შეკრიბე დარბაზში ეს ხალხი და უთხარი, ასე ვაპირებ, თქვენ ეს მოგწონთ თუ არაო. ამ შეკრებაზე დაიბადება აზრი და შეთანხმდებიან ორგანიზატორებიც და მომღერლებიც.

რაც შეეხება შავი სიას, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 9 წლის განმავლობაში ამ სიებს აკეთებდა ქალბატონი ირმა ნადირაშვილი, ლელა კილაძე და დღეს ერთ-ერთი ამათი წარმომადგენელი მუშაობს კულტურის სამინიტსროში და ეს გახლავთ სოფო აბულაძე. ძალიან კარგად იციან ჩემი დამოკიდებულება მიშამ, კახამ, მაგრამ სოფო აბულაძე არის ადამიანი, რომელიც 24 საათი ელოდება მიშა სააკაშვილი როგორ შემოვა ეტლით საქართველოში. როგორც ბებიაჩემი აღარ დაბრუნდება ეხლა ვაკის სასაფლაოდან სახლში, ისე ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მოვა სათავეში. ეს ის სოფო აბულაძეა, ამათ რომ ურეკავს, ეს ის სოფო აბულაძეა, რომელიც წავიდა მიშასთან და რურუასთან იტირა და წამართვეს მე ვარსკვლავი და ეს ქალბატონი ხსნიდა მერე ამას. აქ საუბარია მიდგომაზე. ნინა წკრიალაშვილს იცით რატომ ვცემ პატივს? როცა ეს მთავრობა მოვიდა, მან ხმამაღლა თქვა, მე ეს მთავრობა არ მიყვარსო, დაწერა განცხადება და წავიდა, ის არავის გაუგდია. როცა ხელისფლებას არ უჭერ მხარს, იმასთან როგორ უნდა იმუშავო?!”