29 დეკემბერი, 2014

გიორგი კეკელიძე ერთწლიან მუშაობას აჯამებს

giorgi-kekelidze1საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე 2014 წლის მიწურულს იმ მოვლენებს აჯამებს, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში საჯარო ბიბლიოთეკის გარშემო მოხდა:

“ძვირფასო მკითხველო! ნაწილი, რაც 2014 წელს მოხდა – ქართული ენის კორპუსის დიდი ნაწილი ბიბლიოთეკაში ბინავდება. რეგიონალური მასალების პორტალი open.ge. მილიონახევრით მომატებული ბიუჯეტი = გამაგრებული პირველი და მეხუთე კორპუსი. 150000 ლარის შემოწირულობა კერძო ბიზნესისგან = ახალი დარბაზები, მუზეუმები, სამუშაო ლაბორატორიები, ამ ადგილების მცირე მოწყობილობები და ნივთებიც კი შემოწირულობებით შეგროვდა. უდიდესი ემიგრანტული მასალის შემოტანა, ციფრული ფოტომატიანე, უამრავი ახალი ელექტრონული ბაზა და გამოცემა, ათასობით უნიკლაური გამოცემა, ასიათასობით გაციფრებული წიგნი და ჟურნალ-გაზეთი. ქუთაისში შენობის გადმოცემა = ეროვნული დეპოზიტარიუმი და ბიბლიოთეკა-სასტუმრო. ელექტრონული საბიბილიოთეკო პროგრამა ,,siera” – რევოლუციური ნაბიჯი ელექტრონულ სივრცეში გადასასვლელად. კანონი სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ (ნიუანსები მუშავდება). მარჯორი და ოლივერ ურდროპების დარბაზი, ზურაბ ჟვანიას სახელობის პარლამენტთან ურთიერთობის კაბინეტი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, ემიგრაციის დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, აფხაზეთისა და ოსეთის ლიტერატურული ღია ბიბლიოთეკები, სარაჯიშვილის დარბაზი, ე.წ. F-ფონდის ლაბორატორია, გოგებაშვილის მუზეუმი, თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექონოლოგიების ცენტრი – უდიდესი ნაწილი ბიზნესის დახმარებით გაკეთდა. ხუთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც მომავალ წელს ამუშავდება და ინფრასტრუქტურას ძირეულად შეცვლის. ასობით სოფლის ბიბლიოთეკის გახსნა და შევსება. ციხეებში, სპეციფიკურ დაწესებულებებში ბიბლიოთეკების გახსნა. საზღვარგარეთ ქართული კუთხეების გახსნა. ეკვილიბრიუმი – არაერთ შეჭივრებულ ბიბლიოთეკარს დავეხმარეთ საქველმოქმედო აქციებით. საჯარო ლექციები, დისკუსიები, გამოცემული კვლევევები და პოპულაური ხასიათის წიგნები. ათასობით ღონისძიება – ეს იყო ეროვნული ბიბლიოთეკა 2014 წელს, ცხადია სხვადასხვა სირთულეთა და წინააღმდეგობათა ფონზე. ბევრი რამ არც მახსენდება, გარდა იმისა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დიდ ამბებს გვპირდება. პატივისცემით გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.”